VIDEO: მერაბ დვალიშვილისა და გიორგი მამარდაშვილის საჩუქარი მრავალშვილიან ოჯახს
1737313539
უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ გიორგი მარგველაშვილს "ნაციონალური მოძრაობისგან" თავმჯდომარის პოზიციაზე შეთავაზება ჰქონოდა. მათი თქმით, კავშირები და პრინციპების დაახლოება ოპოზიციურ პარტიასა და მარგველაშვილს შორის აშკარაა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" „პრინციპები“ ერთმანეთთან ძალიან დაახლოვდა.
""ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარე ვინ იქნება, ამას არსებითი მნიშვნელობა, ალბათ, არ აქვს, იმიტომ რომ დღეს უმრავლეს სიტუაციაში, პრაქტიკულად, პატიმარი სააკაშვილი მართავს პროცესებს. თუ ამ შემთხვევაში მარგველაშვილი მიიღებს მონაწილეობას თავმჯდომარის არჩევნებში, ალბათ, არც არავის გაუკვირდება, იმიტომ რომ სამწუხაროდ, მისი პრინციპები უკვე ძალიან დაახლოვდა "ნაციონალური მოძრაობის "პრინციპებთან," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.