„იყავით ფრთხილად...“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება უახლოესი დღეების ამინდის შესახებ
1737309037
მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა, მედიის წარმომადგენლებმა მარგველაშვილსთვის საკუთარ სახლთან რამდენიმე კითხვის დასმა სცადეს.
საპასუხოდ, ექსპრეზიდენტმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ კომენტარის ეს ფორმატი მისთვის მიუღებელია და მხოლოდ წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში გასცემდა მედიის კითხვებს პასუხებს.
„ინტერვიუს წინასწარ შეთანხმების ფორმატი აუცილებლად უნდა დავიცვათ. ამ ფორმატს არ შევცვლი და თუ წინასწარ დამირეკავთ, შევთანხმდებით, არასდროს მქონია თანამშრომლობის პრობლემა. მე ამ ფორმატს არ გადავუხვევ, რაც არ უნდა კითხვა იყოს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, „რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება. შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.