სამწუხაროდ, გერმანიას საქართველოში ელჩი არ არ ჰყავს. პეტერ ფიშერი არც თავის თავს ეკუთვნის და არც თავის ქვეყანას - კახა კალაძე

კახა კალაძე

„ამ კონკრეტულ ელჩს ჰყავს თავისი პატრონი და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომელიც აცხადებს, რომ ახლადარჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებს.

 „ჩვენ უკვე ვთქვით და გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ, გერმანიას საქართველოში ელჩი არ ჰყავს. არიან გარკვეული დიპლომატები, ჩვენი რადიკალური „წვრილფეხა“ ოპოზიცია, არის ბრიუსელის გარკვეული ბიუროკრატია და ყველანი იმართებიან კონკრეტული ადამიანებისგან. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის „დიფ სთეითის“ დამარცხება. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. ყველანი იმართებიან გარედან. აქვთ ერთიანი „მესიჯ ბოქსი“. რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. ეს კონკრეტული ელჩიც თავის თავს და ქვეყანას არ ეკუთვნის. მას ჰყავს თავისი პატრონი და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.