1744748868
სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის, რომ ე.წ. დიფ სთეითი კიდევ უფრო გაძლიერდა და მობილიზდა ევროკავშირის სტრუქტურებში და აქედან ებრძვის საქართველოს - გურამ მაჭარაშვილი

"სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის ამ შემთხვევაში, რომ დიფ სთეითი კიდევ უფრო გაძლიერდა და მობილიზდა ევროკავშირის სტრუქტურებში და აქედან ებრძვის საქართველოს" - ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალოვანი უწყების ოთხ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი. მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ ე.წ. დიფ სთეითი კიდევ უფრო გაძლიერდა და მობილიზდა ევროკავშირის სტრუქტურებში და აქედან ებრძვის საქართველოს.
"ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის პირდაპირი ნეგატიური განცხადებები ევროკავშირის და ევროსაბჭოს სტრუქტურების მიმართ, რომ ისინი უსამართლოდ ექცევიან შეერთებულ შტატებს. სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის ამ შემთხვევაში, რომ ე.წ. დიფ სთეითი კიდევ უფრო გაძლიერდა და მობილიზდა ევროკავშირის სტრუქტურებში და აქედან ებრძვის საქართველოს. ებრძვის იმ გაგებით, რაც შეუძლია, თორემ როგორ შეიძლება, რომ, თუ პარტნიორი ქვეყანა ხარ, პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები დააწესო, თანამდებობის პირების მიმართ სანქციები დააწესო და ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების თანამდებობებზე სანქციები დააწესო. ეს არ ჩვეულებრივი ხელწერა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება, როგორც დასრულდა ეს ყველაფერი შეერთებულ შტატებში," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.