სამწუხაროდ, დიტო სამხარაძე არ არის გამონაკლისი, ძალიან ბევრ ჩვენ კოლეგაზე და ზოგადად ჩვენს მომხრეებზე არის მსგავსი ტიპის მუქარები - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

სამწუხაროდ, დიტო სამხარაძე არ არის გამონაკლისი, ძალიან ბევრ ჩვენ კოლეგაზე თუ არაკოლეგაზე და ზოგადად ჩვენს მომხრეებზე არის მსგავსი ტიპის მუქარები, - ამგვარად გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ქართული ოცნების" რეგიონული მდივნის, დიმიტრი სამხარაძის შვილის ლიკვიდაციის მუქარას, რომელიც თავად სამხარაძემ გაასაჯაროვა.

„სამწუხაროდ, დიტო სამხარაძე არ არის გამონაკლისი, ძალიან ბევრ ჩვენ კოლეგაზე თუ არაკოლეგაზე და ზოგადად ჩვენს მომხრეებზე არის მსგავსი ტიპის მუქარები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც შენ ქმნი იმის საფუძველს, რომ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელიც აქვს სხვა პოზიცია, მათ შორის პოლიტიკური მრწამსი, აღიზიანებ, ეს არის ზუსტად კანონის დარღვევა. ეს არის ზუსტად რადიკალიზმი, რაც არაერთხელ ვთქვით და რაც თვითონაც არაერთხელ აღიარეს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ - სახელმწიფო უწყებები იმოქმედებენ ზუსტად ისე, როგორც ეს არის მიღებული დემოკრატიულ ქვეყნებში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.