საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768160646
ტრამპის შეფასებით, ირანმა შტატების წითელი ხაზების გადაკვეთა დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების დახოცვისა და მათზე ძალადობის გამო, საპასუხო ქმედების ვარიანტებს განიხილავს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში მიმდინარე ვითარებას ამერიკელი სამხედროები აკვირდებიან. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, შტატებს ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, თეირანს მოლაპარაკებების წარმოება სურს და მხარეებს შორის შეხვედრის ორგანიზება მიმდინარეობს, თუმცა, მისივე განცხადებით, შესაძლოა შტატებმა ამ შეხვედრის ორგანიზებამდე იმოქმედოს.
"როგორც ჩანს, ზოგი ადამიანი მოკლეს, ისინი არ უნდა მოეკლათ. მოძალადეები არიან. არ ვიცი მათ ლიდერებს უწოდებთ თუ არა და არიან თუ არა ლიდერები, ისინი მართვისას ძალადობას მიმართავენ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ.
სამხედროები აკვირდებიან ვითარებას და ჩვენ რამდენიმე ძალიან მკაცრ ვარიანტს განვიხილავთ. მივიღებთ გადაწყვეტილებას. შესაძლოა, ინტერნეტიც ჩავრთოთ. შეიძლება ელონ მასკს დაველაპარაკო, რადგან, როგორც იცით, ამ საკითხებში ის ძალიან ძლიერია.
ვფიქრობ, პროტესტის მონაწილეებს უბრალოდ მშვიდობა და თავისუფლება უნდათ. არ ვფიქრობ, რომ მომიტინგეები ჩემი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ. მათი მიზანია იპოვონ ვინმე, ვინც მათ დაეხმარება. ალყაში არიან და ახლა ჩანს, რომ მათ ესვრიან, რაც ძალიან ცუდი ამბავია,"- დონალდ ტრამპი.