1767982195
ტრამპის განცხადებით, ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის საკითხზე ისაუბრებს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელთან, მილიარდერ ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის საკითხზე საუბარს გეგმავს.
„ის ამ საქმეში ძალიან კარგია, მას ძალიან კარგი კომპანია ჰყავს“, - ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ირანიდან ინფორმაციის მიღებას ხელს უშლის ის, რომ რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ, მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყანაში ინტერნეტი გათიშა.












