სამარცხვინოსაც ვერ ვუწოდებთ, რაც ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში", ჩვეულებრივი საბავშვო ბაღია - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

 "სამარცხვინოსაც ვერ ვუწოდებთ, რაც ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ენმ-ში არსებულ შიდაპარტიულ კრიზისს.

მისივე განცხადებით, რაც მალე განადგურდება "ნაციონალური მოძრაობა", მით უფრო უკეთესი იქნება ეს დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის.

"არ ვიცი საერთოდ, რა კავშირი აქვს ამას პოლიტიკასთან, პოლიტიკურ პროცესებთან. ეს არის საბავშვო ბაღი და გრძელდება ეს საბავშვო ბაღი. ძალიან კარგია - რაც მალე განადგურდება ეს პარტია საბოლოოდ, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენი დემოკრატიული პროცესების განვითარებას," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.