1735589527
"სალომე ზურაბიშვილს ეს შენობა მემკვიდრეობით არ აქვს მიღებული, რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს საკუთარ წინაპრებზე, ეს შენობა ქართველ ხალხს ეკუთვნის" - შალვა პაპუაშვილი
ეს შენობა სალომე ზურაბიშვილს არ აქვს მემკვიდრეობით მიღებული, რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს საკუთარ წინაპრებზე, ეს შენობა ეკუთვნის ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის მრჩევლები, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს საღი აზრი, მას სათანადო რჩევას მისცემენ იმასთან დაკავშირებით, რომ არ წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს შენობა არ აქვს მას მემკვიდრეობით მიღებული, რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს საკუთარ წინაპრებზე, ეს შენობა ეკუთვნის ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის პრეზიდენტს.
ჩემი მოლოდინია, რომ ის მრჩევლები, რომლებიც მას მიმართულებებს აძლევენ, გაითვალისწინებენ ყველა შემთხვევაში იმას, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ვერ წავლენ",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება. ინაუგურაცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება. ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.