ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ ამომრჩეველს, რომელმაც მას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ თხოვნით და ის ამ ქვეყნის მილიონზე მეტი მოქალაქეა, - განუცხადა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილი ყოველდღიურად შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს კონსტიტუციას.
„ყველანაირად ცდილობს, როგორც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ძირი გამოუთხაროს საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიას. შესაბამისად, ის იმსახურებს, რომ იყოს გადაყენებული პრეზიდენტი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებს ხელახლა იწყებს.