დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს პრეზიდენტმა პრინცი რაიმონდო უმბერტო მარია ორსინი დ’არაგონა (სიკვდილის შემდეგ) ღირსების მედლით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა პრინცი საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქართველოში მრავალგზის განხორციელებული საქველმოქმედო საქმიანობისათვის დააჯილდოვა.
ქართული სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა მის მეუღლეს, საქართველოს ელჩს წმიდა საყდართან ქეთევან ბაგრატიონ - მუხრანბატონს და შვილებს, ლელიო, ლუიზა და დოროთეა ორსინებს ვატიკანში სამუშაო ვიზიტისას გადასცა.
,,პრინცი რაიმონდო ორსინის დაკარგვა დიდი ტკივილია როგორც საქართველოს, ასევე იტალიისათვის. ეს ადამიანი ორი ერის ერთობას წარმოადგენდა.
ეს გახლდათ ადამიანი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში, ყველაზე რთულ პერიოდში, საქართველოს და თითოეული ქართველის საკეთილდღეოდ საქველმოქმედო საქმიანობა დაიწყო, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ შეუწყვეტია.
ის გახლდათ რომში ერთ-ერთი პირველი საქველმოქმედო და კულტურული ორგანიზაციის „წმინდა გიორგის ფარი“ დამფუძნებელი. იმ ბავშვებს დღესაც ახსოვთ ის დახმარება და თანადგომა, რომელიც პრინცმა ორსინმა მათ, როგორც ონკოლოგიურ პაციენტებს აღმოუჩინა.
პრინცმა რაიმონდო ორსინიმ დიდი წვლილი შეიტანა, განამტკიცა და გააძლიერა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობები. ამ და კიდევ ბევრი საპატიო და ღირსშესანიშნავი მიზეზის გამო გადავცემ მის ორდენს მეუღლესა და შვილებს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს ელჩმა წმიდა საყდართან ქეთევან ბაგრატიონ - მუხრანბატონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენს მისი მეუღლის საქმიანობის დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ მისი ოჯახი უკვე 30 წელია აძლიერებს ქვეყნებს შორის ამ ურთიერთობებს.
დაჯილდოების ცერემონია იტალიაში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე გაიმართა.