1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით წერს და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე საუბრობს.
"სალომე ზურაბიშვილის თვითლუსტრაციამ და ბიძინა ივანიშვილზე მისმა გალაშქრებამ, ჩემი ლოგიკა ამერიკული ომის სცენარის შესახებ, კიდევ ერთხელ გაამყარა.
როგორც გაირკვა, ამერიკელებს ჯერ სალომეს ზურაბიშვილის ერთი შვილი დაუწინაურებიათ და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ახალგაზრდა კაცისთვის მთელი ამერიკა და აზია ჩაუბარებიათ, ხოლო მალევე მეორე შვილი ფრანს 24-ის კორესპონდენტის სტატუსით, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ თეთრ სახლში გაუმწესებიათ. სალომე ზურაბიშვილმაც, როგორც მზრუნველმა დედამ, მისდამი ბიძინა ივანიშვილის ამაგი უმალვე დაივიწყა და ჯერ დეპუტატად, ხოლო მერე პრეზიდენტად მის გამამწესებელს სასწრაფო წესით განუდგა. თან როგორ, უფროსების დავალებით, ეს კაცი პირდაპირ სააკაშვილსა და გვარამიას გაუტოლა.
საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და აქ პრეზიდენტს მხოლოდ მცირეოდენი უფლებამოსილებები აქვს მინიჭებული, თორემ სალომე ზურაბიშვილს ბევრ ისეთ რამეს გააკეთებინებდნენ, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდებოდა. ასე კი, ძალაუფლებასა და ხალხის ნდობას მოკლებულ სალომე ზურაბიშვილს ბევრის გაფუჭების რესურსი არა აქვს.
ერთადერთი, რისი გაფუჭებაც მას შეუძლია, სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალებაა. ნაციონალებს და მის მეგობრებს, მათ შორის ლომჯარიას, ენჯეოებს და სხვებს გვარამიას შეწყალების ამბავზე მთელი კამპანიაც კი აქვთ დაწყებული. საიდან იმართება ეს ყველაფერი, რთული გამოსაცნობი არაა.
ცნობილია, რომ ამერიკელები გვარამიაზე განსაკუთრებულ ფსონს დებდნენ. იციან, რომ ამ კაცს პატრიოტიზმის ნიშანწყალი არა აქვს და "სამშობლოს იდეის უარყოფის" ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტია. ნაცმოძრაობის ხელისუფლების პირობებში კარგად გამოცადეს, როგორც ამერიკული ინტერესების გარშემო ძალაუფლების კონცენტრაციის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი. ყველა დავალებას თვალდახუჭული შეასრულებს ისე, რომ ქვეყნის ამბავს არც კი იკითხავს. პროპაგანდასა და ტვინის გამორეცხვაშიც ყველა ნაციონალზე მეტად არის გამოცდილი. ასე რომ, მისი ყველანაირი თვისებითა და ორიენტაციით, იდეალური კანდიდატურაა იმ მიზნებისათვის, რომლებიც ამერიკელებს საქართველოში აქვთ დასახული. სწორედ ამიტომ ამზადებდნენ გვარამიას ახალ ლიდერად და სწორედ ამიტომ არიან განსაკუთრებულად გამწარებული მისი დაპატიმრების გამო.
ჩემი ინფორმაციით, ამერიკელები სალომე ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალებას ძალიან მალე მოსთხოვენ და არა მგონია, სალომე ზურაბიშვილმა ეს დავალება თეიმურაზისა და ქეთევანის კარიერაზე გაცვალოს. მოკლედ, სალომე ზურაბიშვილს თავის "არას და არასოდესს" ძალიან მალე წააღებინებენ უკან", - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.