ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა. სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს სამიტის მინაწილეებს: მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
სამიტი თბილისის დროით, 15:00 საათზე დაიწყება, საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა კი 16:30 საათზე დაიწყება .