დილის მავნე ჩვევები - რისი გაკეთება არ შეიძლება გაღვიძების შემდეგ
1735153103
სალომე ზურაბიშვილი, ვითომ ოპოზიციურ დაჯგუფებასთან კოორდინაციით, ამზადებს ფარულ სახელმწიფო გადატრიალებას, რათა ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული სისტემა დარჩეს ძალაში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის მიზანი ევროამერიკული სანქციებისგან ბიძინა ივანიშვილის ქონების დაცვაა.
„ძვირფასო მეგობრებო, ბიბლია გვასწავლის – არ დაიჯეროთ ოდეს მგელნი მოვიდიან ცხვრის ტყავში. საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ ზურაბიშვილს, დავალებული აქვს ოლიგარქიული შეთქმულების განხორციელება და მასობრივი საარჩევნო ფალსიფიცირების ორგანიზება დემოკრატიული ტექსტებით. ეს დავალება მიღებული აქვს ბიძინა ივანიშვილისგან. ოლიგარქიულ ვითომ ოპოზიციურ დაჯგუფებასთან კოორდინაციით სალომე ზურაბიშვილი ამზადებს ფარულ სახელმწიფო გადატრიალებას, რათა ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული სისტემა დარჩეს ძალაში, ხოლო ამ უკანასკნელმა მიიღოს დაცვა და გადაარჩინოს თავისი ქონება ევროამერიკული სანქციებისაგან. სწორედ ამიტომ ეს ქალბატონი ძალიან აქტიურ ვოიაჟებს აკეთებს ევროპის დედაქალაქებში.
ზურაბიშვილს გაყალბება პირდაპირ ივანიშვილისგან აქვს დავალებული, რაც იქიდანაც ჩანს, რომ პირდაპირ ასახელებს რომელი პარტიები გადალახავენ საარჩევნო ბარიერს და შევლენ პარლამენტში, რომელ დასახელებაშიც, რა თქმა უნდა ლეიბორისტული პარტია არ არის. სამაგიეროდ, ბანკირ-მილიარდერ-მილიონერების ცვენაა. ახლა მე მოვუწოდებ ამ საშოვარზე საფრანგეთიდან ჩამოსულ ქალბატონს, გეყოთ, რა ბიზნესიც აკეთეთ ჩვენს ქვეყანაში თქვენ და თქვენმა წინაპრებმა. თქვენ არ გეხებათ არავითარი მთავრობის ფორმირება, არც კონსტიტუციით და არც პოლიტიკურად, არ გეხებათ არანაირი პრემიერ-მინისტრის არჩევა, არ გეხებათ არანაირი პოლიტიკური პროცესების რეგულირება. თქვენ და ივანიშვილს გეხებათ ერთადერთი – დაახვიოთ და წახვიდეთ პოლიტიკიდან სამუდამოდ. ამას ითხოვს ქართველი ხალხი თქვენგან და დაგვანებეთ თავი“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.