წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
სალომე ზურაბიშვილი არ გამოადგათ. ვერც მისმა ქარტიამ გაამართლა და ვერც ალტერნატიული პარლამენტი ჩამოყალიბდა, რისი იდეაც ზურაბიშვილს ჰქონდა და დღეს მის მოშორებას ცდილობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, ოპოზიცია ის იმოქმედებს, „როგორც ინსტრუქცია ექნებათ“.
„რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებაშიც არ იქნებიან დამოუკიდებლები. თუ ინსტრუქცია მოდის, რომ ზურაბიშვილი მოაშორონ პოლიტიკურ სცენას, ასეც მოიქცევიან, თუ ინსტრუქცია წამოვა, რომ მაინც ზურაბიშვილის გარშემო უნდა გაერთიანდნენ, მასთან დასხდომა მოუწევთ. ისინი სალომე ზურაბიშვილს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ. ასე იყვნენ ხაზარაძე-ელისაშვილიც, მაგრამ შემდეგ, მათ უბრძანეს და გაერთიანდნენ. აქედან გამომდინარე, როგორც იქნება ინსტრუქცია, ისე იმოქმედებენ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.