ჯონდი ბაღათურია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1759747969
„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ „ლელომ“ საკრებულოებში თავისი კუთვნილი ადგილები უნდა დაიკავოს.
„ჩატარებული არჩევნების ხარისხს რაც შეეხება, გუშინ ვნახეთ ევროკავშირის განცხადება, რომელმაც ნათელი გახადა, რომ დღეს საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებზე საუბარი შეუძლებელია. „ქართული ოცნება“ თუ ცდილობდა, მოეტყუებინა ვინმე, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შედეგად რაიმე რესურსი ჰქონდა, ევროკავშირთან ურთიერთობები გადატვირთულიყო, ეს ვერ შედგა. მიუხედავად ამისა, ამ ბრძოლაში სწორედ იმიტომ შევედით, რომ „ქართულ ოცნებას“ არ დავუტოვეთ შანსი, მარტო დავტოვოთ „ქართული ოცნების“ ხელში ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები იმ ადგილებზე, სადაც განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში არიან. სწორედ ამ მიზეზით, მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმომადგენლები ქართველი ხალხის ინტერესებს ადგილებზე უნდა იცავდნენ და ეს უნდა გაგრძელდეს, ვიდრე საჭიროა. საბოლოოდ კი, ვფიქრობ, ძალიან მალე „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა. ჩვენმა წევრებმა და იმ ხალხმა, ძალიან დიდი წნეხის მიუხედავად, პირველ რიგში, საკუთარი თავი შესთავაზეს ქართველ ხალხს მათი ინტერესების დასაცავად, მეორე მხრივ, ჩვენი ამომრჩევლის ინტერესების დაცვა, რომლებმაც დიდი წნეხის მიუხედავად, ხმა მისცეს ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას, მოითხოვს ჩვენგან პატივისცემას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
კითხვაზე: „იმ ფონზე, რომ საკრებულოში აპირებთ მუშაობას, საპარლამენტო მანდატების დატოვება სწორი იყო?“, სამადაშვილმა აღნიშნა:
„რუსულ პარლამენტს არ აქვს დღეს ლეგიტიმაცია მინიჭებული არც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მათ შორის ოპოზიციის გადაწყვეტილების შედეგად. ჩვენ უარი ვთქვით საპარლამენტო წარმომადგენლობაზე. ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. საკრებულოები არ ქმნიან ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. საკრებულოების დღის წესრიგი არის ზრუნვა ადგილობრივ გამოწვევებსა და პრობლემებზე. ჩვენ არ ვაპირებთ, ისედაც სიღატაკეში ჩაგდებული საზოგადოება, კორუმპირებული რუსული რეჟიმისგან მიტოვებული, მარტო დავტოვოთ საკრებულოებში საკუთარი პრობლემების წინაშე“.
კანონმდებლობის მიხედვით, საკრებულოებში შესაბამისი რაოდენობის მანდატებს ის პარტიები მიიღებენ, რომლებმაც 4-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს. „ლელომ“ 4-პროცენტიანი ბარიერი გადალახა როგორც თბილისში (9.938 %), ასევე რეგიონებში (6.715 %).