საფრანგეთში 18 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1728417239
"პრეზიდენტს ჰქონდა შენიშვნები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონის დაჩქარებულად განხილვასთან დაკავშირებით, მაგრამ ამაზე არსებობს პასუხები, ჩქარა, მაგრამ სიღრმისეულად იყო განხილული საკითხი", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„თუ ასე შეფასდა ოპოზიციის მხრიდან, რომ ამით დაიხურა შერიგების შესაძლებლობები, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი მხრიდან გამოხატული თითქოსდა თანხმობა ეროვნულ შერიგებაზე აბსოლუტური ფარსი იყო.
არ შეიძლება შეთანხმებაზე საუბარი ულტიმატუმების გზით და როცა პრეზიდენტს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაუწუნებენ ამ ფორმით, ვფიქრობ, ეს ჰგავს ულტიმატუმს. იყო პოლიტიკაში და ამბობდე, რომ ოპონენტს არ ელაპარაკებოდე, არ არის სწორი, ოპოზიცია აკეთებს ამას,"- განაცხადა სარჯველაძემ.