ვილი სანიოლი მიმართვას ავრცელებს
1790435862
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.
მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას კასპიის ზღვაში მიმდინარე სამხედრო წვრთნების დროს მომხდარი ტრაგედიის შედეგად, ყაზახი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა.