მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14-წლამდე პირებთან მიმართებით სპეციალურ კანონზე მუშაობას იწყებენ კანონმდებლები. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით, კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია.
მმართველი გუნდის განმარტებით, მოქმედი კოდექსი, დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, არასრულწლოვანის დაკავების უფლებას არ იძლევა და საჭირო იყო ამ მიმართულებით ცვლილება. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ინიციატივა გერმანული მოდელის ანალოგია.
"14 წლამდე არასრულწლოვანებთან დაკავშირებით კარგი გერმანული პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარება ხდება ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, რომლის მთავარი მიზანია ბავშვების დაცვა და უზრუნველყოფა, რომ მათ მიიღონ განათლება, მიიღონ შესაბამისი სოციალური პროგრამებიდან გამომდინარე შესაძლებლობა, რომ სრულად იყვნენ ინტეგრირებულები თანამედროვე საზოგადოებაში. სახელმწიფოც იღებს საკუთარ თავზე ვალდებულებას, რომ იზრუნოს კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებზე, რადგან ეს არის ვალდებულება, რომ ჩვენი მომავალი და ჩვენი ბავშვების საუკეთესო ინტერესები იყოს გათვალისწინებული," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.