„დედა გაოცებულია მტრედების საქციელით, მათ თბილად ეუბნება...“ - კადრები საბერიოდან
1736851696
ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა არა მარტო სახელმწიფოებრიობის, არამედ ეროვნული ცნობიერების, სიამაყის, პასუხისმგებლობის და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლის თვალსაჩინო განსახიერებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს და მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.
„საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს!
საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და სიმტკიცის უმთავრესი ეროვნული სიმბოლო.
ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა არა მარტო სახელმწიფოებრიობის, არამედ ეროვნული ცნობიერების, სიამაყის, პასუხისმგებლობის და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლის თვალსაჩინო განსახიერებაა.
ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს!
ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას და ეროვნულ სიმტკიცეს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი „ფეისბუქზე“.