1692302192
საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ ერთი ადამიანი მეორეს რაიმეს დააბრალებს და მასზე ინფორმაციას გაავრცელებს, მასვე აქვს ვალდებულება, რომ უნდა დაამტკიცოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რომ სიმართლეა - არჩილ გორდულაძე

ბოკერია-რამიშვილის კანონი შესაძლებლობას უშვებდა, რომ ერთ ადამიანს მეორესთვის ნებისმიერი რამ დაებრალებინა, ადამიანის უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვისთვის ქმედითი მექანიზმი არ არსებობდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დროში გაწელილი პროცესის ფონზე ადამიანს მტკიცება უწევდა, რომ მის მიმართ გავრცელებული ნებისმიერი ამბავი ტყუილი იყო.
„ცვლილებებით, თუ ერთი ადამიანი მეორეს რაიმეს დააბრალებს და მასზე ინფორმაციას გაავრცელებს, მასვე აქვს ვალდებულება, რომ უნდა დაამტკიცოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რომ სიმართლეა. ამ მარტივი ცვლილების მიღება ხდება. ადამიანს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას“, – განაცხადა გორდულაძემ.