თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
გივი მიქანაძე: საჯარო წყაროებით ნათლად ჩანს ცესკოში რეგისტრირებული რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო წარმოგიდგენთ ერთიან ცხრილს, სადაც კვლევის შედეგად მოპოვებული საჯარო წყაროებით ნათლად ჩანს ცესკოში რეგისტრირებული რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია რომელ პოლიტიკურ სუბიექტთან არის დაკავშირებული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ“ ბრიფინგზე.
მან აღნიშნა, რომ ჩამოთვლილი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარმოებული მონიტორინგი მიკერძოებული იქნება და არაფერი ექნება საერთო ობიექტურობასთან.
„აშკარაა, რომ ამ ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე წარმოებული მონიტორინგი იქნება მიკერძოებული და არაფერი საერთო ექნება ობიექტურობასთან. ამიტომაც გვსურს, რომ ინფორმაცია ამ ორგანიზაციების შესახებ ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც განახორციელებენ არჩევნებზე დაკვირვებას. მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია.
დეტალური ანგარიში ყველა იდენტიფიცირებულ ორგანიზაციაზე შეგიძლიათ იხილოთ ქართული ოცნების Facebook გვერდზე. ამ ანგარიშის ინგლისურენოვანი ვერსია უახლოეს დღეებში დაეგზავნება ჩვენს უცხოელ პარტნიორებს“, - განაცხადა მიქანაძემ ბრიფინგზე.