სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1752432422
"საინტერესო იყო ეს წელიწადი, მათ შორის, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა 2025 წელსაც შევძელით ჩვენ ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.
პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო დონეზე არსებულ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ მსოფლიო დღესდღეობით კონფლიქტებითა და კრიზისით არის სავსე.
“საინტერესო იყო ეს წელიწადი, მათ შორის, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა 2025 წელსაც შევძელით ჩვენ ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა. რა თქმა უნდა რჩება გამოწვევები, მაგრამ 2025 წელმა ჩაიარა წარმატებით, ასე ვიტყოდი, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით.
რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე რჩება ძალიან რთული, კონფლიქტებით არის სავსე მთელი მსოფლიო, არის კრიზისი ძალიან ბევრ ქვეყანაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ამ ვითარებაში ჩვენ გვმართებს პრაგმატულობის და რაციონალური პოლიტიკის შენარჩუნება, ეს იყო, რითაც ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის განმტკიცება, შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და საბოლოოდ, ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფა. მოთმინების პოლიტიკა, მათ შორის სტრატეგიული მოთმინების, არის ის, რაც ჩვენ მოგვცემს მომავალშიც სხვა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.