1761143605
საიდან მოიტანეთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში არ ვჩანდი? ამ ადგილას ვდგავართ, ამ აქციაზე დავდივართ ჩვენი პოლიტიკური გუნდი თითქმის ყოველ საღამო - გიგა ბოკერია

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას პარტია ,,ფედერალისტების" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია შეუერთდა, რომელიც ბოლო პერიოდში პოლიტიკურად ნაკლებად აქტიური იყო. ბოკერიას თქმით, მისი პარტიის წევრები აქციაზე ყოველდღიურ რეჟიმში იქნებიან.
"საიდან მოიტანეთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში არ ვჩანდი? ამ ადგილას ვდგავართ, ამ აქციაზე დავდივართ ჩვენი პოლიტიკური გუნდი თითქმის ყოველ საღამო, ერთი და იგივე ხალხი არა, ჩემი ჩათვლით. ჩვენ აქ ვიდექით ხოლმე ადრე, მერე გადმოვინაცვლეთ აქ - ახლა სადაც ვდგავართ და სხვა დროს თუ დაგჭირდებათ ჩვენი პოვნა, ყოველთვის შეგიძლიათ, რომ აქ გვიპოვოთ. მე თუ არ ვიქენი, ჩვენი გუნდის ვინმე სხვა წევრი იქნება", - აცხადებს პარტია "ფედერალისტების" თავმჯდომარე გიგა ბოკერია.