1761143605
ირაკლი ღარიბაშვილის ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე გამოძიება მომდევნო დღეების განმავლობაში იმსჯელებს

მომდევნო დღეების განმავლობაში, გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა. სუსი-ს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
„ქრონიკა’’ ესაუბრა ექს-პრემიერის ადვოკატს. როგორც ლილი გელაშვილი აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, ის გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფებოდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისივე ინფორმაციით, გამოძიებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი თავად ან მისი ადვოკატები გააკეთებენ განცხადებას.