რა ისმის ნია იმნაძისა და მამამისის ფარული ჩანაწერიდან - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე
1786132572
შეგახსენებთ, რომ საია, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაცია, ჩართული იყო საქართველოს ჯარისკაცების წინააღმდეგ მტკიცებულებების შეკერვაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველომ, ყველა სამართლებრივ ფორმატში დაამტკიცა თავისი სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური აქტივისტი ჩართული იყო საქართველოს წინააღმდეგ.
„შეგახსენებთ, რომ საია, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაცია, ჩართული იყო საქართველოს ჯარისკაცების წინააღმდეგ მტკიცებულებების შეკერვაში, იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოში მხარი დაეჭირათ საქართველოს ჯარისკაცების წინააღმდეგ საქმის წარმოებაში. ამაში იყო ჩართული უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების ნაწილი. მიუხედავად ამ შიდა ღალატისა, საქართველომ თავისი სიმართლე დაამტკიცა. დაამტკიცა, რომ ერთადერთი, ვინც ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები, ეს იყო რუსეთი. დამტკიცდა, რომ აქ არავითარი აღიარებები და ქვეყნებს შორის შეთანხმებები კი არ არის, არამედ არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.