რა ისმის ნია იმნაძისა და მამამისის ფარული ჩანაწერიდან - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე
1786132572
ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ფოთის სანაპირო დაცვის ბაზაზე კი პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას და მათი ხსოვნის პატივსაცემად შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს. ,
„8 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. დღეს პატივი მივაგეთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად საკუთარი სიცოცხლე გაიღეს. ოთარ კიკალეიშვილი ლევან ტურავა გოჩა კაცაძე ზვიად ბარბაქაძე შალვა გაბუნია ზვიად ჩიჩუა ზვიად დათუაშვილი თემურ ფიჩხაია ზურაბ ნანავა გიორგი ღვინჯილია გელა ჯიქია თეიმურაზ ჭიტაძე გვჯერა, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელები, თავდადება და გმირობა არასოდეს მიეცემა დავიწყებას" - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ