საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

დდ

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მზარდ, დადებით დინამიკას. განიხილეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხი და თანამშრომლობის გაძლიერების გზები სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ტურისტულ, განათლებისა და სხვა სფეროებში.