საგანგებო ბრიფინგი შსს-ში - დაკავებულები არიან ძალადობრივი ჯგუფის წევრები
1768558393
ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიასა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პარსელის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 15 იანვარს გამართული შეხვედრისას ამერიკულმა მხარემ მინისტრის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც ეხება კონკრეტული კატეგორიის ვიზების წარმოების დროებით შეჩერების საკითხს.
კერძოდ, საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო საქმის წარმოების შეჩერება ეხება მხოლოდ საიმიგრაციო ტიპის ვიზებს.
„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული არ ვრცელდება ვიზებზე, რომლებიც სხვა მიზნებისთვის გაიცემა.
შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა როგორც ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები, ისე რეგიონში მიმდინარე მოვლენები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.