1761579368
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება განიხილა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
პროექტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომის მუშაობის წესების დარღვევა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
მოქმედი რედაქციით, აღნიშნული წესი 20 კმ-ის რადიუსში მოქმედებს.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.










