„შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ - სინოპტიკოსების გაფრთხილება მძღოლებს
1774856576
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ორი შეთანხმება განიხილა.
„2019 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ სხდომაზე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარადგინა.
მისი განცხადებით, ცვლილება ითვალისწინებს სესხის დახურვის ვადის 2027 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას, პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი 2027 წლის 30 სექტემბერია. ცვლილება არ ეხება სესხის ფინანსური პირობებს. შეთანხმების თანხმად, სესხის მოცულობა: 255,100,000 ევროა.
მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2019 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ გააცნო დეპუტატებს.
ნინო ენუქიძის განცხადებით, სესხის დახურვის თარიღი 2028 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება (ნაცვლად 2025 წლის 30 დეკემბრისა). სესხის ფინანსური პირობები არ იცვლება და სესხის მოცულობა 13,550,000 ევროს შეადგენს.
დღევანდელ სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 16 მარტს, კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები დაამტკიცა.
„სხდომაზე ორი საკითხი განვიხილეთ: პირველი - საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. აუდიტის პერიოდი 2022-2024 წლებს მოიცავდა და ორი რეკომენდაცია გაიცა. მეორე - სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. აუდიტის პერიოდი იყო 2022-2023 წლები და ამ შემთხვევაში ოთხი რეკომენდაცია გაიცა“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების გან