1746132329
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებს მოუსმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ 4 კანდიდატს მოუსმინა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, პრეზიდენტმა 5 პირი წარუდგინა პარლამენტს, თუმცა ერთმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
ოთარ შამუგიას, ნინო ჯელაძის, ლევან ძნელაძის, ვახტანგ ბურკიაშვილის ბიოგრაფიული მონაცემები კომიტეტის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ გააცნო.
ოთხივე კანდიდატმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
კომიტეტმა პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირა.