მან ბიონსეც ჩამოიტოვა - დასახელდა 21-ე საუკუნის საუკეთესო მომღერალი
1736540067
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, საერთოდ არ არის საინტერესო პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი რა განცხადებას გააკეთებს.
მისი თქმით, ზურაბიშვილი ყოველდღიურად არღვევს კონსტიტუციას და ამ ყველაფერს აკეთებს ქართველი ხალხის სახელით.
"საერთოდ არ არის საინტერესო პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი რა განცხადებას გააკეთებს. ის უბრალოდ თითო დღეს თითო დარღვევით არის წარმოდგენილი. ყოველდღიურად არღვევს კონსტიტუციას, ყოველდღიურად ცდილობს, რომ ჩაერთოს პოლიტიკურ აქტივობების და ამ ყველაფერს აკეთებს ქართველი ხალხის სახელით, მაშინ როდესაც ქართველმა ხალხმა მას მხარი "ქართული ოცნების" თხოვნის საფუძველზე დაუჭირა", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.