იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
TRT World-ის აღმასრულებელი პროდიუსერი და გადაცემის წამყვანი, საერთაშორისო ტელეჟურნალისტი ღიდა ფაქრი 22 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას და პანელური დისკუსიის - „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ მოდერატორი იქნება.
ღიდა ფაქრი, რომელსაც მსოფლიოს უმსხვილეს საინფორმაციო ტელეარხებზე მუშაობის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, TRT World-ის წევრი 2017 წელს გახდა. ამჟამად გლობალურ საკითხებზე მიძღვნილი ყოველთვიური გადაცემა „Bigger that Five“ მიჰყავს, სადაც მის სტუმრებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ლიდერები არიან. ამასთან ერთად, ტელეჟურნალისტი ხშირად მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის, გაეროს, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის პანელების მოდერატორიცაა.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით იმართება, წელს რიგით მეხუთე იქნება. ღონისძიებაში 2000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არიან მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ პირველად 2015 წელს გაიმართა და ტრადიციულად, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.