"საერთაშორისო სტანდარტი უნდა იყოს ბოლომდე დაცული" - დავით მათიკაშვილი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

 დავით მათიკაშვილი

 საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ დღეს, იურიდიულ კომიტეტზე. სიახლე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და მათ თანმხლებ თარჯიმნებს ეხებათ.

ცვლილებების მიხედვით, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე მიიღებს. იცვლება თარჯიმნების რეგისტრაციის წესიც.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აქცენტს სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე აკეთებს.

"საერთაშორისო სადამკვირვებლო მისები, მხოლოდ საქართველოს არა მოქალაქე, 18 წელს მიღწეული პირების მიერ იქნებიან არჩევნების დროს წარმოდგენილნი. ეს წესი, ბუნებრივია, არ ეხება მოცემულობას, როდესაც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისია საქართველოს მოქალაქით იქონება წარმოდგენილი.

საერთაშორისო სტანდარტი უნდა იყოს ბოლომდე დაცული. რადგან საქმე ეხება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, ბუნებრივია, რომ საქართველოს არამოქალაქე პირის მიერ საერთაშორისო სტანდარტი მაქსიმალურად იქნება დაცული", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.