საერთაშორისო ორგანიზაციებში სასათბურე პირობები შეუქმნეს ადამიანებს, რომლებიც ცენზურის გამტარებლები იყვნენ და მედიების ბრუტალური წესით დახურვით იყვნენ დაკავებული - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

ადამიანებს, ვინც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ცენზურის გამტარებლები იყვნენ და დამოუკიდებელი მედიების ბრუტალური წესით დახურვით, კონტროლის დამყარებით იყვნენ დაკავებული, საერთაშორისო ორგანიზაციებში სასათბურე პირობები შეუქმნეს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში თამარ კინწურაშვილს პრემია მიანიჭა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, მთელ რიგ ინსტიტუციებში, მათ შორის დასავლეთში, ფასეულობების აღრევა ხდება.

„სხვათა შორის, ეს ადამიანები ისევ აგრძელებდნენ პროპაგანდისტული ომის მოქმედებებით საქმიანობას და ახლა მათი წახალისება ხდება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მთელ რიგ ინსტიტუციებში, მათ შორის დასავლეთში, ფასეულობების აღრევა ხდება, რაც სამწუხაროა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველემ“ „მედია განვითარების ფონდის“ და „მითების დეტექტორის“ ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი სიტყვის თავისუფლების დარგში პრემიის ლაურეატად დაასახელა.