როგორი იქნება 2025 წლის ზაფხული - მეცნიერებმა პროგნოზი გააკეთეს
1739308550
ჩრდილოეთ ამერიკის ლურჯი მოცვის საბჭოს პრეზიდენტ ქეისი კრინქუისტთან და ვიცე-პრეზიდენტ კევინ ჰამილტონთან შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი შოთა ცუკოშვილი და მოცვის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ინფორმაციის გაცვლას დარგში არსებული სიახლეების, მათ შორის, წარმოების პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით.
სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „FRUIT LOGISTICA 2025“ 8 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 6 მოცვის მწარმოებელია.