1759573255
საერთაშორისო დამკვირვებელი: რასაც ვაკვირდები ყველაფერი წესრიგის დაცვით მიმდინარეობს, პერსონალი ამომრჩეველს ყველაფრით ეხმარება, განსაკუთრებით ხანდაზმულებს. ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს, ძალიან მეგობრული და მშვიდობიანი გარემოა

რასაც ვაკვირდები ყველაფერი წესრიგის დაცვით მიმდინარეობს, პერსონალი ამომრჩეველს ყველაფრით ეხმარება, განსაკუთრებით ხანდაზმულებს, - განაცხადა იტალიელმა ექსპერტმა, საერთაშორისო დამკვირვებელმა მარკო მალგუტიმ.
„ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს, ძალიან მეგობრული და მშვიდობიანი გარემოა. არჩევნები ყველა დემოკრატიული სტანდარტის დაცვით ტარდება, რაც ძალიან კარგია. სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რამდენი ადამიანი მოდის ხმის მისაცემად. ახალი ელექტრონული ხმის მიცემის და დათვლი სისტემა ხმის მიცემის პროცესს აუმჯობესებს. კმაყოფილი ვართ იმით, რაც ვნახეთ დარწმუნებული ვარ მომდევნო არჩევნებზე კიდევ უფრო სწრაფ პროცესს ვიხილავთ, რადგან ხალხი სწავლობს როგორ მისცეს ხმა“, - აღნიშნა მარკო მალგუტიმ.
საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.
საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.
4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.

ავარია რიკოთზე - არის მსხვერპლი
1759566920