1759573255
ნებისმიერი ადამიანი, ვინც პასუხისმგებლობით მოეკიდება პროცესს, მიხვდება, რომ აქვს თავისუფლად გამოხატვის საშუალება, თუმცა არავინ მისცემს საშუალებას, რომ ეს თავისუფლება გადაიზარდოს ძალადობაში - ნინო წილოსანი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ოპოზიციის ნაწილი საკუთარ გეგმებზე კიდევ ერთხელ საუბრობს. შეკრების ორგანიზატორების მხრიდან ბოლო პერიოდში მუდმივად ისმოდა განცხადებები და მოწოდებები ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით.
მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ აფრთხილებს ყველას, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას პასუხი გაეცემა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
"მათ მიერ გაშვებული ბოლისგან განსხვავებით, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მათ არ ჰყავთ მომხრეები და რუსთაველზე გამოსული ადამიანების მცირე, არ აქვს მნიშვნელობა რა რაოდენობა, წარმოადგენს იმ რადიკალიზმის გამომხატველ ძალას, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს. სახელმწიფო დგას თავის ადგილას და როგორც აქამდე და ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა, ნებისმიერი ადამიანი, ვინც პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ პროცესს, ალბათ მიხვდება, რომ მას აქვს თავისუფლად გამოხატვის საშუალება, თუმცა ეს თავისუფლება ვერ გადაიზრდება და არავინ მისცემს ამის საშუალებას, რომ გადაიზარდოს ძალადობაში", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.