საერთაშორისო დამკვირვებელი: დავაკვირდით, რომ ყველაფერი პროფესიონალურად იმართება, ხმის მიცემის პროცესი წესრიგის დაცვით მიმდინარეობს. ყველა, ვინც მოვიდა ხმის მისაცემად, ეს საკმაოდ სწრაფად გააკეთა

ხუან ეფრაინ როჩა

ჯერ მხოლოდ ერთ უბანზე ვიყავით, აქ არანაირი ინციდენტი არ ყოფილა, მხოლოდ მცირე პრობლემები იყო, როცა ასაკოვან ამომრჩეველს გაუჭირდა ახალი ელექტრო მოწყობილობის მოხმარება, კომისიის წევრებმა მყისიერად აღმოუჩინეს დახმარებადა ეს სავსებით ნორმალურია. სხვა არანაირ პრობლემას ადგილი არ ჰქონია, - განაცხადა ექსპერტმა, საერთაშორისო დამკვირვებელმა უნგრეთიდან ხუან ეფრაინ როჩამ.

„დარწმუნებული ვარ, ცესკომ ეს წინა არჩევნების დროსაც გაითვალისწინა, რომ ამომრჩეველში აემაღლებინა ცნობიერება, რომ სწორად გამოიყენონ ეს ახალი მოწყობილობები. ახალ ტექნოლოგიას თავისი უპირატესობები აქვს, ის უზრუნველყოფს შედეგების სიზუსტით დათვლას, თუმცა ამ უპირატესობასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებმა იცოდნენ მისი სწორად მოხმარება.

დავაკვირდით, რომ ყველაფერი პროფესიონალურად იმართება, ხმის მიცემის პროცესი წესრიგის დაცვით მიმდინარეობს. ყველა, ვინც მოვიდა ხმის მისაცემად, ეს საკმაოდ სწრაფად გააკეთა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება სამართლიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუკი ყველა საარჩევნო უბანი ასე მუშაობს, როგორც ეს კონკრეტული, მაშინ ზოგადად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არჩევნები კარად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ხუან ეფრაინ როჩამ.

საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.