საერთაშორისო დამკვირვებელი ალექსანდრე რაკოვი: პროცესი, რომელსაც დავაკვირდით შეფერხებების გარეშე, ეფექტურად მიმდინარეობს, ვერიფიკაციის პროცედურიდან ხმის მიცემის პროცედურის ჩათვლით

რაკოვი

პროცესი, რომელსაც დავაკვირდით შეფერხებების გარეშე, ეფექტურად მიმდინარეობს, ვერიფიკაციის პროცედურიდან ხმის მიცემის პროცედურის ჩათვლით, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, „სმარტმატიკის რეგიონული განვითარების“ დირექტორმა ალექსანდრე რაკოვმა.

მისი თქმით, პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს და ამომრჩეველი ინფორმირებულია ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

„დღეს დილიდან თბილისის მასშტაბით ორი სხვადასხვა საარჩევნო უბნის მონიტორინგი განვახორციელეთ. პროცესი, რომელსაც დავაკვირდით შეფერხებების გარეშე, ეფექტურად მიმდინარეობს ვერიფიკაციის პროცედურიდან ხმის მიცემის პროცედურის ჩათვლით. აღსანიშნავია ამომრჩევლის ინფორმირებულობა ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართ. პროცესი ნამდვილად ეფექტურად მიმდინარეობს“, - აცხადებს ალექსანდრე რაკოვი.