საელჩოებისგან მიჩვეულები ვართ ისეთ მუშაობას, რაც მათი კომპეტენციის ფარგლებს ცდება - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

საელჩოებისგან მიჩვეულები ვართ ისეთ მუშაობას, რომელიც მათი კომპეტენციის ფარგლებს ნამდვილად ცდება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. მისი თქმით, ისინი ცდილობენ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის ნეგატიური ნარატივი გაატარონ.

„ისინი ახალისებენ ისეთი ტიპის ლიბერალურ ფაშიზმს, როგორიც არის მაგალითად ევროპის თანხებით დაფინანსებული კამპანიები - „94 ტყვია კეფაში“, „ჩავუფურთხოთ ქოცებს“, „მოვკლათ ქოცები“. ჩვენი პირადი ინფორმაცია გამოაქვეყნეს და მივუვარდეთ და დავაბულინგოთ პოლიტიკოსები, მათი ოჯახის წევრებიო; ბატონი ვაშაძის ამაზრზენი და არაკაცური განცხადება, ბავშვებს როდესაც მოუწოდა პირდაპირ ეთერში, რომ თქვენ მშობელს გამარჯობა არ უთხრათ, თუ იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერიაო და ასე შემდეგ. ჩასაფრებულები, არიან რომ რამე რაიმე ტიპის ნეგატიური ნარატივი გაატარონ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.