მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (Centcom) ინფორმაციით, ქუვეითმა შეცდომით ჩამოაგდო აშშ-ის სამი F-15 ტიპის გამანადგურებელი. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
ცენტრალურმა სარდლობამ განცხადებაში აღნიშნა, რომ გამანადგურებლები ქუვეითში, კვირას, ჩამოაგდეს.
განცხადების თანახმად, თვითმფრინავები შეცდომით იყო ჩამოგდებული ქუვეითის საჰაერო თავდაცვის მიერ.
თვითმფრინავების ბორტზე მყოფმა ექვსივე სამხედრო მოსამსახურემ „უსაფრთხოდ მოახდინა კატაპულტირება“ და მათი „მდგომარეობა სტაბილურია“.
„ქუვეითმა აღიარა ეს ინციდენტი და ჩვენ მადლიერნი ვართ ქუვეითის თავდაცვის ძალების ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის ამ მიმდინარე ოპერაციაში. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი შესწავლის პროცესშია. დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება მისი ხელმისაწვდომობისთანავე“, - ნათქვამია განცხადებაში.