არქეოლოგებმა გევერნიკის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ დიდი, კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს
1759929047
საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ჯგუფის წევრებმა - მაია ბითაძემ და ირაკლი ზარქუამ, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს.
„ბერძენ კოლეგებთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას და იმ ისტორიულ ფესვებს, რომლებიც ქართველ და ბერძენ ხალხებს აერთიანებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საბერძნეთის მხარდაჭერას, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკურ ფორუმებსა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებში გამოიხატება. შეხვედრის მონაწილეებმა დიასპორის, კულტურისა და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც ვისაუბრეთ და გარკვეულ თემებზე მოსაზრებები გამოვთქვით. რაც შეეხება სამომავლო ურთიერთობებს, აღინიშნა, რომ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, თბილისსა და ათენში საპარლამენტო დელეგაციების საქმიანი, ორმხრივი ვიზიტები გაიმართება. ეს უკვე არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ეფექტიანსა და საინტერესოს გახდის“, - განაცხადა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების ონლაინ შეხვედრა საბერძნეთში საქართველოს ელჩის ლევან ბერიძისა და საელჩოს დესპანის დავით ჯალაღონიას მხარდაჭერით გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.