სტამბოლში, 19 მსახიობი და მომღერალი დააკავეს - ცნობილია დაკავებულების ვინაობა
1759916398
თურქეთში, არდანუჩში მომუშავე არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ქართველი მეფის, აშოტ I დიდის დაკარგული სამარხი იპოვეს. თაღოვანი სამარხი გევერნიკის ციხეში, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის აფსიდის ქვეშ აღმოაჩინეს.
Anatolian Archeology წერს, რომ ეს მეფის არტანუჯში დაკრძალვის შესახებ არსებული ისტორიული ცნობების პირველი არქეოლოგიური დადასტურებაა.
გათხრები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და ვან იუზუნჯუ იილის უნივერსიტეტის ეგიდით მიმდინარეობს. ექსპედიციის დირექტორის, დოქტორ ოსმან აითექინის თქმით, ჯგუფმა აღმოაჩინა 2 მეტრის სიგრძისა და 1.8 მეტრის სიგანის კამერა, რომელიც ქვის თაღით იყო გადახურული და უშუალოდ ეკლესიის აფსიდის ქვეშ მდებარეობდა.
„შუა საუკუნეების ქართული წყაროები იუწყებიან, რომ მეფე აშოტი სწორედ ამ ეკლესიაშია დაკრძალული. კამერის არქიტექტურული მდებარეობა და სტრუქტურა სრულყოფილად შეესაბამება ამ ცნობებს. სამეცნიერო თვალსაზრისით, ახლა ჩვენ შეგვიძლია თურქული არქეოლოგიის სახელით დავადასტუროთ აშოტ დიდის დაკრძალვის ადგილი“, - განაცხადა დოქტორმა აითექინმა.
აშოტ I დიდი, კურაპალატი იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც გამეფდა, შესაბამისად 809 წელს მან სამეფო დინასტია დააფუძნა. მეფე 826 წლის იანვარში გარდაიცვალა.