112 მოსახლეობას აფრთხილებს

112

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას გამაფრთხილებელ შეტყობინებას უგზავნის.

„გაცნობებთ, რომ 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ,“ - ვკითხულობთ შეტყობინებაში.

 ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც. 

„9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, - ნათქვამია განცხადებაში.