ხელისუფლების წარმომადგენლები ილია თოფურიას გამარჯვებას ულოცავენ

თოფურია

ილია თოფურიას გამარჯვებას ულოცავენ საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი, მმართველი პარტიის ლიდერები. მისალოცი ქარდები მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ქართველი მებრძოლი ილია თოფურია MMA-ის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, UFC-ის, მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია. სატიტულო ბრძოლაში ოქტაგონზე მან ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.