საარჩევნო უბანთან პოლიციამ ნიკა მაჭუტაძეს გაფრთხილება მისცა

ენმ

ბათუმის 58-ე საარჩევნო უბანთან, საპატრულო პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს, მათ შორის ნიკა მაჭუტაძეს გაფრთხილება მისცა.

სამართალდამცავებმა შეკრებილებს განუმარტეს, რომ საარჩევნო უბნის სიახლოვეს მრავალრიცხოვანი შეკრებები წარმოადგენს დარღვევას და დაშლისკენ მოუწოდა.