პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„მიხეილ სააკაშვილთან შვიდი თვის განმავლობაში 800 ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა რატომ მიიჩნევა წამებად“, – აღნიშნავს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
ხუნდაძის თქმით, დღეს, 2012 წელთან შედარებით, ციხეში მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი.
„2012 წელს მიშამ ხელკეტებისა და ტერორის ფონზე ვითომ მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება და ქვეყანას და საზოგადოებას სიმშვიდეს სწორედ იმ დღიდან არ აძლევს. ხელისუფლება კლავსო და ციხეში საშინელი წამებისა და სტრესის ქვეშ არისო. შვიდი თვის განმავლობაში 800 ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა თუ წამებად მიიჩნევა მათი მხრიდან, მაშინ ეს სხვანაირად იყო მანამდე, არაფერს ვამბობ სტრასბურგის პასუხზე ასეთ „წამებაზე“, რომელიც განხილვაშიც კი არ მიიღო.
დღეს, ციხეს იგივე მისამართი აქვს, მაგრამ იქ მიდგომები რადიკალურად არის შეცვლილი. მაგალითად, ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი სტაბილურად არ გამოდის იქედან. პატიმრები ფეხზე დგომით, ხშირად ქამრებით საწოლზე ჩამოკიდებულები რიგრიგობით არ იძინებენ. მაგალითად ის, რომ შუა ოთახში ყველას წინაშე შეურაცხმყოფელად მოსასაქმებლად არ უწევთ ამ საქმის კეთება. უფრო მეტიც, დღეს, მათ გარდა სხვა სერვისებისა „ც“ ჰეპატიტის მკურნალობასაც სთავაზობენ, რომელიც ჯერ სასჯელაღსრულების სისტემაში დაიწყო და შემდეგ სამოქალაქო სექტორში“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.