დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მკურნალ ექიმთა და პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფის გადაწყვეტილებით, ელექტროსიგარეტის მოხმარება შეეზღუდა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი რაოდენობით ელექტროსიგარეტს მოიხმარდა.
„ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იღებდა დიდი რაოდენობით ელექტრო სიგარეტს, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მის მკურნალ ექიმთა ჯგუფს, ასევე პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს მიეღო გადაწყვეტილება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას შეზღუდოდა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.